საქართველოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი მცირედით გაიაფდა. კლება შეეხო თითქმის ყველა ტიპის საწვავს. “ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ საქართველოში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე:
“ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 3.15 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 2.98 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი – 3.30 ლარი ღირს, “ecto სუპერი-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.65 ლარია.
“ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე „დიზელენერჯის“ ფასი – 3.30 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.35 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.22 და 3.09 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.65 ლარი შეადგინა.
“რომპეტროლის” ავტოგასამართ სადგურებზე, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.45 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.38 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.27 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი – 3.12 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი – 3.69 ლარი ღირს…წაიკითხეთ სრულად