მძინარე გოგონას ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა! – დააკვირდით ხელს..

რსებობს ფოტოები, რომლებსაც სამყაროს შეცვა შეუძლიათ…

image

მისისიპის შტატის ქალაქ კლარკსდეილის პრესვიტერიანულ სკოლაში უმცროსკლასელებისთვის ძილის საათი დასრულდა, ოთახში სინათლე ჩართეს და დაინახეს ერთი თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი სურათი, რასაც მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებენ: ორ პატარა გოგოს, თეთრსა და მუქკანიანს, ლუსი ჰარის ჯექსონსა და სამია მურს ხელიხელჩაკიდებულებს ეძინათ! გოგონების მასწავლებელი, ოლივია სტოუნი იმდენაც შეძრული იყო ნანახით, რომ მძინარე პატარები ფოტოზე აღბეჭდა.

image

ასეთი ფოტო შეუძლებელია ვინმეს არ მოწონებოდა და სურათი სულ მალე სოციალურ ქსელში სკოლის ყველა თანამშრომლის გვერდზე აღმოჩნდა გაზიარებული. სულ რამდენიმე საათში აღნიშნული ფოტო ინტერნეტში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. მას იწონებდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები მთელი პლანეტიდან.

“ეს ფოტო გვახსენებს იმასაც, რომ პატარებს სულაც არ აღელვებთ კანის ფერი და არ გააჩნიათ კმასთან დაკავშირებული წინასწარ დადგენილი წარმოდგენები. ამ უკანასკნელებს მხოლოდ საზოგადოება აყალიბებს ხელოვნურად.” – ვკითხულობთ ინტერნეტში.

image

“ეს ფოტო ინტერნეტში გამოჩნდა იმისთვის, რომ დაამტკიცოს: ყველა ცრურწმენა მხოლოდ ჩვენში არსებობს. მე მხოლოდ იმას შევთხოვ უფალს, რომ ეს გოგონები განუყრელ მეგობრებად დარჩნენ მთელი ცხოვრების მანძილზე”, – წერს კრისტენ კარნეჯი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ორმა პატარა გოგონამ გაუცნობიერებლად აჩვენა მთელ სამყაროს, რომ ადამიანი იბადება გარკვეული კანის ფერით, თუმცა თავად არ ირჩევს მას. არც ერთი არ არის მეორეზე უკეთესი ან უარესი. ჩვენ ყველა ერთად ვართ – სწორედ ეს არის მშვიდობიანი სოციუმი. ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *