გავრცელდა ხმები, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებით”

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში იყო.

დილით ირაკლი ღარიბაშვილი იყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, ამერიკულ ჰოსპიტალში – რამდენადაც ვიცი, საღ-სალამათი გამოვიდა იქიდან”, – თქვა ბაჩიაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.
მანამდე, მან “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში იყო მისული.

“დღეს გავრცელდა ხმები, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებით. არ ვიცი რას უკავშირდება ეს, თუმცა საიდუმლოებით მოცული ამბავია”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *