მარჯანიშვილის თეატრი სამძიმრის წერილს ავრცელებს, გარდაიცვალა ყველასთვის საყვარელი მსახიობი.

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი.

 „მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი სოსოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის განცხადებაში.

საქართველოს დამსახურებული არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი და სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი უფროსი მეგობარი, არაჩვეულებრივი არტისტი, ჩვენი გოგიჩას მამა წავიდა თავის უსაყვარლეს შვილთან. მადლობა მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *