მსახიობი ქეთი წიქვაძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება,რას ემსახურება მოწოდებები: „გაიფიცე“, „წამოდი სამსახურიდან“? რას წერს მსახიობი.

მსახიობი, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, ქეთი წიქვაძე მსახიობების გაფიცვას ემიჯნება და სტატუსში მიზეზს ასახელებს:

„თანადგომის, სოლიდარობის და გაერთიანების მოთხოვნა გასაგები და მისაღებია, თუ ეს არ სცდება თხოვნის ნორმებს და არ გადადის ბულინგში და ძალადობაში…

მაგრააააამ!

მოწოდება, – „გაიფიცე”,-„წამოდი სამსახურიდან”- ეს რას ემსახურება?

ვინ უზრუნველყოფს გაფიცული საჯარო მოხელეების ყოველდღიურ არსებობას?

რომელიმე თქვენგანი იღებთ პასუხისმგებლობას, რომ მაგალითად სატრანსპორტო მძღოლების, ან სანიტარული მომსახურების თანამშრომლების ოჯახებს აჭმევთ და მათ შვილებს უზრუნველყოფთ?

შემდეგ რას ჰპირდებით ამ ადამიანებს, რა ვაკანსიას სთავაზობთ???

წარმოუდგენელია, ასეთი ზეწოლა მოქალაქეებზე, რომელზეც ნული პასუხისმგებლობა გაქვს!

ძალადობა იგმობა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და მორალური!

თუ პატრიოტი ხარ, იბრძოლე სწორად,

არ შეუშალო ცხოვრება სხვას და არ შეაშლევინო ხელი მტერს!

ნუ იქნები შენივე ქვეყნის და მოქალაქის მტერი!

მშვიდობა ჩვენს საქართველოს, რომელიც ყოველთვის გაიმარჯვებს და არასდროს გადაუხვევს მარცხნივ!!!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *