თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი მგზავრი. ცნობილია, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
საშინელი ავარია თბილისში: დაღუპულია 2 ადამიანი – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა?
