აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ სეფიეთიდან ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ.
ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის მგზავრებს მხოლოდ ტელეფონი წაართვეს, რადგან მათ თანხა არ ჰქონდათ.
ამის შემდეგ, იარაღის მუქარით ისინი ტყეში შეიყვანეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს.
მოგვიანებით, მიკროავტობუსის მძღოლმა გადმოსვლა და გზაზე დახმარების სათხოვნელად გასვლა შეძლო.
ამ დროისთვის ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევენ.
აბაშის სოფლებში, ასევე მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გზებზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.