საფრანგეთში, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილები დედა და მისი ოთხი, 9 თვიდან 10 წლამდე, მცირეწლოვანი შვილია.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააკავა. ის სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალის მეუღლე და ბავშვების მამაა.
გამოძიება, ჯერჯერობით, საზარელ მკვლელობაზე, დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.
არვიცი რა დავარქვა ამ საშინელებას…
მაგრამ მაინც არ მჯერა რომ დედამ
შვილი გაიმეტა მოსაკლავად….😢😢