იმერეთში, წლინახევრის ბავშვს, რომელსაც ლობიო გადასცდა და დაიღუპა, ახლობლები ემშვიდობებიან.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი თავდაპირველად ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, გულის ამუშავების შემდეგ, სხვა კლინიკაში გადაყვანისას, გზაში დაიღუპა.
„გავნადგურდით პაციენტებიც და ექიმებიც… იბრძოლეს და ვერ გადაარჩინეს…“ – წერს სოციალურ ქსელში თვითმხილველი.
„არასდროს მოგვირჩება, რა დარტყმა და ტკივილი მოგვაყენე … სამარადისო ანგელოზთა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს ღმერთმა, ჩემო თბილო ანგელოზო,“ – წერს ოჯახის ახლობელი.