თბილისის მერია 1000 ლარს ერთჯერადად ყველა იმ მოქალაქეს გადასცემს, რომელიც 100 წელს მიაღწევს.
პროგრამის არსი თბილისში რეგისტრირებული 100 წელს მიღეული ხანდაზმულებისთვის ფინანსური დახმარებაა.
საუბარია, ერთჯერად ბენეფიტზე, რომელსაც მოქალაქე საბანკო ანგარიშზე მიიღებს მას შემდეგ, რაც შესაბამის ბანკში ანგარიშის ნომერი გაიხსნება.
აღნიშნული ბენეფიტით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობის ასლი.