„ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი მომღერლის გურამ ლომიძის შეყვარებული, ეკატერინე ტუღუში სოციალურ ქსელში ულამაზესი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს.
ეკატერინე საოცრად ლამაზია და საზოგადოების მხრიდან დადებით კომენტარებს იმსახურებს: ,,ნამდვილი დედოფალი ხარ”… ,,საოცრება, დაუჯერებლად ლამაზი”… ,,ულამაზესი ხარ”.
მათი ურთიერთობის შესახებ ყვითელი პრესისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ეკატერინემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პაემნებზე გურამიკო ყოველთვის ახვედრებს ყვავილებს და მათ აქვთ შეთანხმება, რომ მის სახლში ყვავილები არ უნდა დაჭკნეს.