მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე ბიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
„დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით, საჯაროდ გიზიარებთ ზურიკოს ამჟამინდელ მდგომარეობას: ზურა აგრძელებს ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს მიუნხენში.
მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მეტად გამოიკვეთება ტვინის მდგომარეობა და პროგნოზები.
ამჟამად, არის ბუნებრივ კომაში და მართვით სუნთქვაზე. გერმანელი ექიმების თქმით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ეცდებიან მართვითი სუნთქვის მოხსნას, იმის იმედით, რომ თავად მოახერხებს სუნთქვას, ტრაქეოსტომიის გარეშე.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თანადგომისთვის და გულისხმიერებისთვის,“ – წერს ანო მაისურაძე.