სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრიდან 32 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 ბალი შეადგინა.
როგორც სოციალურ ქსელში სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი წერს, მიწისძვრა მინგეჩაურის წყალსაცავთან მოხდა.