მედიაში ევროპის ჩემპიონატზე, ფრანკფურტში პორტუგალია-სლოვენიის მატჩის დროს გადაღებული ვიდეო ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, როგორ სასტიკად უსწორდება სტადიონის მომსახურე პერსონალი სავარაუდოდ, მოედანზე გადასულ გულშემატკივარს.
ვიდეოს ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება
ჩვენ ვიცით ვიდეოს შესახებ და დაწყებულია გამოძიება”, – აცხადებს ფრანკფურტის პოლიციის სპიკერი.
კომენტარი გააკეთეს UEFA-შიც – “ვიდეოში ნაჩვენები ინციდენტი ახლა პოლიციის გამოძიების საგანია. უეფა არ არის უფლებამოსილი გააკეთოს დამატებითი კომენტარი, სანამ გამოძიება არ დასრულდება”, – უთხრეს ჟურნალისტებს.