წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის უეცარი გართულება გახდა.
ის 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.