გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალი ფინანსურად ეხმარება. ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
ზიზი ჭელიძე „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„იცით რაზე მეტირება? არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და დადგა დრო, როდესაც გაჭირვება გავიგე რა იყო და ისიც, როცა რამე გიჭირს, რომ გეხმარებიან, რა სიხარულია.
ამ გაჭირვების შემდეგ დავიწყე დაუღალავად შრომა და დღეს რაც მაქვს, ეს არის ამ შრომის და უფლის დამსახურება! ყოველი ლარი თუ თეთრი, ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული და უძილო ღამეებით! ერთი, რასაც ვდარდობ, არის ის, რომ მამას ვერ გავუკეთე ის, რაც მინდოდა. მამა იყო ჩემთვის ყველაფერი და მე მას პირობა მივეცი, რომ იმდენ სიკეთეს გავაკეთებდი, ის მუდამ ამაყი ყოფილიყო! მე რაც გავაკეთე, ეს ჩემი შინაგანი ხასიათია და ამას ვერავინ შემიცვლის. ვგიჟდები, როცა ადამიანს ვახარებ. ამ ბავშვს მე კიდევ ბევრჯერ გავახარებ“, – გვითხრა ზიზი ჭელიძემ.
ჩემო ძვირფასო,შენ გულს გაუმარჯოს.ღმერთმა კიდევ მეტი გიბოძოს ,რათა კიდევ ბევრჯერ შეიგრძნო ის სიხარული რაც მაშინ,როცა პირველად გნახე,მანქანაში გახარებულ ბავშვს კეთილ გულში რომ იხუტებდი.ახლა კი მე გიხუტებ გენაცვალე.მიყვარხარ.