ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთში, „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.