ფიქრობ, რომ ძალიან გათვითცნობიერებული ხარ სექსში და უკვე ყველაფერი იცი, რაც მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო სფეროს ეხება?
ბაბუაჩემიც ასე ფიქრობდა, სანამ საკაბელო ტელევიზიას გაიყვანდა.
სექსი დიდი ხანია, რაც აღარ არის ტაბუ. არც უნდა იყოს. ეს არის ადამიანის ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილი, როგორც ჭამა, სუნთქვა, დასვენება ან სულაც, ოცნება უკეთეს მომავალზე. სექსში სამარცხვინო არაფერია და ყველაფერი მისაღებია, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და რაც გვინდა.
სექსი მოიცავს ძალიან საინტერესო ფაქტებს და ახლა სწორედ მსგავსი ფაქტების შესახებ მსურს გესაუბროთ.
1. კამასუტრა
ალბათ, ყველას გსმენიათ მის შესახებ. ეს არის სექსის უძველესი სახელმძღვანელო. ძალიან საინტერესო და სასარგებლო სხვათა შორის. მაგრამ შესაძლოა, თქვენ არ იცით, რომ მის ავტორს, მალანგა ვატსიაიანას ცხოვრებაში სექსი არასოდეს ჰქონია.
2. ცუდი მანერების ქონა
როცა სექსის დროს ტელეფონზე ურეკავენ, გერმანიაში ქალების 17 % და მამაკაცების 10 % ყურმილს იღებს. ეს სოციალური კვლევით დაადგინეს.
3. გასაოცარი ამაში არაფერია
ინდაურების და ჟირაფების უმრავლესობა ბისექსუალია.
4. კაცი სამზარეულოში!
როგორც კალიფორნიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, იმ მამაკაცებს, რომლებიც ჭურჭელს რეცხავენ, საჭმელს ამზადებენ და ქალებს სახლის საქმეებში ეხმარებიან, 50 %-ით უფრო ხშირად აქვთ სექსი, ვიდრე საოჯახო საქმეებში გამოუსადეგარ მამაკაცებს. ასე რომ, გინდა სექსი? აიფარე წინსაფარი, დადექი გაზქურასთან და იმუშავე, ძმაკაც!
5. ქალური ძალა
ქალის მიერ ერთ საათში განცდილი ორგაზმების რეკორდული რაოდენობა 134-ს შეადგენს. ამას მკვეთრად ჩამოუვარდება მამაკაცური ორგაზმების რეკორდი ერთი საათის მანძილზე – “სულ რაღაც” 16.
და ამის შემდეგ ზოგიერთები კიდევ ქალებს უწოდებენ “სუსტი სქესის წარმომადგენლებს?”
თუ აღარ უწოდებენ? რა ვიცი, ბოლო დროს აღარც კი გამიგონია ეს დამამცირებელი გამოთქმა. ალბათ, მართლა ვითარდება სამყარო. ნელა, მაგრამ მაინც.
6. ქალური მსუნაგობა
კვლევით გაირკვა, რომ თუ შოკოლადსა და სექსს შორის არჩევანს აიძულებთ, ქალების 70 % შოკოლადს აირჩევს.
7. სექსში სიმულაციაც კი სასარგებლოა
როგორც გაირკვა, სიმულირებული ორგაზმის მეშვეობით მეტი კალორია იწვება, ვიდრე ნამდვილი ორგაზმის მეშვეობით.
8. ასიმეტრია, რომელიც გვეხმარება
როგორც გაირკვა, შემთხვევითი სულაც არ არის, მამაკაცებს ერთი კვერცხი მეორესთან შედარებით დაბლა რომ გვაქვს ჩამოწელილი. ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი კვერცხები ერთმანეთს არ მიეხალოს და არ დაზიანდეს.
9. “გარყვნილი” ამერიკა
ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში სექსი მხოლოდ მისიონერულ პოზაშია ნებადართული. ყველა სხვა პოზა არალეგალურია. ხოლო ნებრასკაში, თუ პარტნიორთან ერთად მოგზაურობთ, სასტუმროში აუცილებლად მოგცემენ ღამის პერანგს, რადგან აღნიშნულ შტატში აკრძალულია სექსი… შიშველ მდგომარეობაში.
10. “ციდან ცვივა ფანტელი…”
ჯონ ჰარვი კელოგს, რომელმაც “კელოგის სიმინდის ფანტელების” წარმოებას დაუდო საფუძველი, განზრახული ჰქონდა, ჯანმრთელი კვების მეშვეობით ახალგაზრდა ადამიანები… მასტურბაციის “ცოდვისგან” დაეხსნა. რამდენად “მოახერხებდა” ის ამას, თავადაც ხვდებით.
11. ამის ცოდნა დაგეხმარებათ
მამაკაცის პოტენცია ყველაზე მაღალი დილაობით და შემოდგომისას არის.
12. “ძილი ნებისა, ჩემო მხეცო”
ოდესმე სექსის დროს ჩაგძინებიათ? მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. თურმე, მამაკაცების 5 %-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამართნია მსგავსი რაღაც.