10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა 

ლ­ბათ ყვე­ლა ქალს ბავ­შვო­ბა­ში ერთხელ მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი თავი სა­ქორ­წი­ნო კა­ბა­ში, ჯვრის­წე­რი­სას ან ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დროს. ზრდას­რულ ასაკ­ში მსგავ­სი სურ­ვი­ლე­ბი სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ზო­გის ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ, ორ­ჯერ, სამ­ჯერ ან არა­სო­დეს… რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლის წლის წინ ქა­ლის სამ­ჯერ და­ო­ჯა­ხე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი და კრი­ტი­კა მოჰ­ყვე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. თუმ­ცა, არა­ვინ გა­კი­ცხავ­და ამის გამო მა­მა­კაცს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ქალს შე­უძ­ლია რამ­დენ­ჯე­რაც უნდა იმ­დენ­ჯერ და­ო­ჯახ­დეს ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი არ შე­იქ­მნას. გა­გახ­სე­ნებთ ქარ­თველ ცნო­ბილ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეს და რამ­დენ­ჯერ­მე იქორ­წი­ნეს.

ჟურ­ნა­ლისტ ნელი აგირ­ბას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ცნო­ბილ მსა­ხი­ობ ილო ბე­როშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა­ნაც ორი სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნე­ბი ჰყავს. მე­ო­რე – ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში დას­რულ­და. ნე­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­სა­მედ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ახ­ლა­ხანს და­ო­ჯახ­და. მისი მე­უღ­ლე სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის” ხმის ოპე­რა­ტო­რი ეშ­ტონ ლა­ღი­ძეა. იგი წლე­ბის მან­ძილ­ზე ჯგუფ “გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის“ დრა­მე­რი იყო და სე­რი­ალ­შიც თა­მა­შობ­და. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი აპ­რი­ლის ბო­ლოს შე­ე­ძი­ნათ.

მაია ჯა­ბუ­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალ­მა 6 წე­ლი­წა­დი იცხოვ­რა. მათ სა­ერ­თო შვი­ლი ლე­ვა­ნი ჰყავთ. მე­ო­რედ აჩი­კო ყე­ნი­ა­ზე და­ქორ­წინ­და და მას­თან ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ლიზა ყე­ნია შე­ე­ძი­ნა. სკან­და­ლუ­რი იყო მისი მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ჰყავს.

იყო დრო, რო­დე­საც ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქალი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც არა­სო­დეს მა­ლავ­და მე­უღ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. პირ­ველ ქმარ­თან თე­მურ გვა­ლი­ას­თან სამი წელი იცხოვ­რა. მას­თან სა­ერ­თო შვი­ლი ნუკა ჰყავს. მე­ო­რე ქმა­რი, პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი, სა­ხე­ლად დათო, რო­გორც თა­ვად მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნი­ებს, ახლა აღარ არის ცო­ცხა­ლი. მე­სა­მე ქმარ­თან, მო­ცეკ­ვა­ვე კახა ბა­კუ­რა­ძეს­თან ერ­თად ორი წელი ცხოვ­რობ­და.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მი­უ­ხე­და­ვად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რი­სა, ყო­ველ­თვის გა­თხო­ვე­ბით ექ­ცე­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ის ერ­თა­დერ­თი თუ არა, ჯერ­ჯე­რო­ბით ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სა­ხეა, რო­მელ­მაც 30 წლის ასაკ­ში მე­სა­მედ იქორ­წი­ნა. სა­ლო­მეს ოთხი შვი­ლი ჰყავს და პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ქმრე­ბი – მოგ­ვა­რე­ე­ბი, ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი არა­სო­დეს ანე­ბივ­რებ­და მე­დი­ას გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­თი, თუმ­ცა მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. ლი­ზას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე “ტე­ლე­ვი­ზი­ონ­ში­კი” გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე გახ­ლდათ. მე­ო­რედ გი­ნე­კო­ლოგ ზაზა სი­ნა­უ­რი­ძე­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც მომ­ღე­რალს ერ­თა­დერ­თი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა­ში ლიზა “შვიდ­კა­ცას” წევრ და­ვით ნო­ზა­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ­ჯე­რად ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ არის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, თუმ­ცა წლე­ბია, რაც მისი რჩე­უ­ლი ალ­ტის­ტი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლია.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი და გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი

მომ­ღე­რალ­მა მაკა ზამ­ბა­ხი­ძემ მე­სა­მედ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ახალ­ხან იქორ­წი­ნა. მისი რჩე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლია. მა­კას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე ჰყავს. მე­ო­რედ ვახო ჭუმ­ბუ­რი­ძე­ზე სწო­რედ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იქორ­წი­ნა. წვი­ლი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში იყო, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე წელს გაგ­რძელ­და.

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე და მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლი

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ყვე­ლა ქორ­წი­ნე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი იყო. პირ­ვე­ლად წლე­ბის წინ, იმ დრო­ის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ დი­ჯე­ი­ზე აჩი ფუ­რძე­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვე გას­ტა­ნა. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში მუ­სი­კოს გუ­ფის­თან (გუ­რამ მა­კა­ლა­თია) იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი ჰყავს. მუ­სე­რი­ძის მე­სა­მე ქმა­რი მსა­ხი­ო­ბი სან­დრო მი­კუ­ჩა­ძეა. ორი წლის წინ წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე

ლალი მო­როშ­კი­ნამ პირ­ვე­ლად 15 წლის ასაკ­ში ნუკ­რი ჩა­გა­ნა­ვა­ძე იქორ­წი­ნა, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­კუ­თარ წიგნ­ში წერს. ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში და­ენგრათ, თუმ­ცა წყვილს სა­ერ­თო ვაჟი დარ­ჩათ. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ლალი ბიზ­ნეს­მენ მიშა ღოთ­ვა­ძე­ზე გა­თხოვ­და. მას­თან კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა. შემ­დეგ იყო ლა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნი ცნო­ბილ სპორ­ტსმენ გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­თან, თუმ­ცა გო­რე­ლე­ბის რძა­ლი მო­როშ­კი­ნა ვერ გახ­და. ბოლო ქორ­წი­ნე­ბა­ში ლალი ცი­ხი­დან ახალ­გა­მო­სულ ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ის ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი გახ­ლდათ, რო­მელ­საც სა­ყო­ველ­თაო ამი­ნის­ტია შე­ე­ხო. ლა­ლის ამ ქორ­წი­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს…

ლალი მო­როშ­კი­ნა და ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე

ლელა კი­ლა­ძეს სა­ბე­დის­წე­რო ქალს უწო­დე­ბენ. დღეს მისი ორი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე პა­ტი­მა­რია. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან კი­ლა­ძეს ორი ვაჟი ჰყავს. მე­ო­რედ ლელა მა­შინ­დელ ქა­ლა­ქის მერ გიგი უგუ­ლა­ვა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც მე­სა­მე შვი­ლი ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნა.

უგუ­ლა­ვამ ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ ლე­ლას და­შორ­და. მა­ლე­ვე კი­ლა­ძემ მე­სა­მედ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა და ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის რძა­ლი გახ­და. გუ­კას­თან ლე­ლას კი­დევ ერთი შვი­ლი თრი­ნი­თი-მარ­თა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, მათი წყვი­ლი უც­ნა­უ­რად და­ი­შა­ლა. ორი­ო­დე თვის წინ გუკა სწო­რედ ლე­ლას სა­ჩივ­რის ნი­ა­დაგ­ზე და­ა­კა­ვეს და ამ­ჟა­მად სას­ჯელს იხ­დის.

ია ფა­რუ­ლა­ვაოთხჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად პა­ტა­რა ასაკ­ში გა­თხოვ­და, მისი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი რა­მაზ ჩანტლა­ძე იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნობ­და ცოლ­ზე. ოჯა­ხი და­ინ­გრა და ია სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, სა­დაც ჟურ­ნა­ლისტ კრის რა­ი­ზერ­ზე იქორ­წი­ნა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ია ფა­რუ­ლა­ვა და კრის რა­ი­ზე­რი

სამ­შობ­ლო­ში ის საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­ბა­ნელ ბიზ­ნეს­მენ­თან, ფადი ას­ლის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა წყვი­ლი 2010 წელს ისე და­შორ­და, რომ ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­კა­ნო­ნე­ბი­ათ.

2013 წელს იას რჩე­უ­ლი ფრან­კფურ­ტში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი გი­ტა­რის­ტი ტა­რი­ელ ხოს­როშ­ვი­ლი გახ­და, ფსევ­დო­ნი­მით სუ­ა­რი. ტა­რი­ელ­მა წლე­ბის წინ ნი­ჭი­ე­რის სცე­ნა­ზე სთხო­ვა ხელი თა­ვის დე­დო­ფალს და იმა­ვე ღა­მეს წყვილ­მა ეკ­ლე­სი­ა­ში ჯვა­რი და­ი­წე­რა. ფა­რუ­ლა­ვა და ხოს­როშ­ვი­ლი 2016 წელს და­შორ­დნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *