ახალი თაობიდან ბევრმა არ იცის, რომ სუხიშვილების ლეგენდარული ოჯახის მემკვიდრეს, უმცროს ილიკო სუხიშვილს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია აქვს. ქორეოგრაფი დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აბობდნენ გვანცა ულამაზესი გოგო იყოო. ილიკოს ის ერთი ნახვით და სამუდამოდ შეყვარებია. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ილიკო და განცა დაქორწინდენ. რომ არა ის საბედისწერო გასტროლი ალბათ, დღემდე ბედნიერად იცხოვრებდნენ.
ზუსტად 21 წლის წინ, 9 აგვისტოს, გვიან ღამით, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს..
დაზუსტებული დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მრავალი ვერსია და ჭორი ითქვა. თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ვერსიები, რომ კონცერტის შემდეგ სასტუმროში დაბრუნებული გვანცა სასტუმროს ჰოლში სიგარეტის გამო ჩავიდა. მას სწორედ სიგარეტის შეძენა სურდა, მაგრამ სასტუმროში ვერ შეძლო, რის გამოც კაფეში წასვლა მოუწია. 300 მეტრი უნდა გაევლო, რა დროსაც მათ მძარცველები დაესხნენ და იარაღის მუქარით ფული სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გვანცას მეუღლეც გადაეფარა და მეორე მხრიდან მეგობარიც, მაინც მოხვდა ტყვია. ტაქსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა..პოლიცია საავადმყოფოში მაშინვე მივიდა. საქმეს სამი უწყება იძიებდა: სამხედრო უწყება, პოლიცია და კიდევ მათი პუბლიკ პოლიცია ანუ სახალხო პოლიცია. ამ სამმა უწყებამ პირდაპირი ბრძანება გასცა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაცია მოეხდინათ. დამნაშავეებს რა ბედი ეწიათ უცნობია… მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა..
ილიკო სუხიშვილის შვილები
ილიკოს 2 შვილი ჰყავს – დაშა და ლიზი. დაშა რუსეთში დაიბადა. ილიკო დედამისს მალე დაშორდა და ბავშვს ილიკო და ნინო ზრდიდნენ. გოგონა ინტერვიუში ამბობდა: „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე“.
.
ილიკომ რამდენიმე წლის წინ მეორე შვილიც იპოვა. აღმოჩნდა, რომ ლიზაც რუსეთში დაიბადა. გოგონა რამდენიმე თვით უმცროსია დარიაზე. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.