“ტყუილს მოკლე ფეხები ააქვსო” -იტყვიან… როგორც არ უნდა ყურადღებით ვიყოთ, ტყუილი დიდხანს მაინც ვერ ხარობს, ამიტომ სამართლიანი ცხოვრების მომხრეებად უნდა დავრჩეთ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მოღალატე ქალის ისტორიას, რომელიც შემთხვევით ფოტოებში “დაიწვა”.
ამჯერად მოღალატე ცოლი, მისი საყვარელი და ამავდროულად ქმარიც ერთ ოთახში იმყოფებიან. როგორც ჩვენი წინა ისტორია, ესეც სრულიად რეალურია.
მოვლენა კვლავ აშშ-ში განვითარდა. მეუღლეს მოუწია ქალაქგარეთ მივლინებაში წასვლა, ამას მისი სამსახური ითხოვდა. 20 დღის შემდეგ შინ დაბრუნებულ მამაკაცს ცოლი ლოგინში ახლადგაღვიძებულ მდგომარეობაში დახვდა, რამაც მამაკაცი ბევრად უფრო გაამხიარულა. ქმარმა ცოლს ასეთ მდგომარეობაში ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში ნაგულისხმევი ფოტო პროფილის სურათად დააყენა. თუმცა ფოტოზე არსებულ დეტალმა, რომელიც ერთი შეხედვით თითქმის არ ჩანდა, მომავალში წყვილის ურთიერთობა უნდა გაენადგურებინა.
ვენტილატოროს დაბლა ჩანს თვალები, რომელიც ფოტო აპარატის ნათებამ გამოაშკარავა.
სინამდვილეში ქალი ქმარს ყოველდღიურად ღალატობდა. მივლინებიდან დაბრუნებულ მამაკაცმა ამ ფოტოს გაშიფვრის შემდეგ, სასამართლოში განქორწინების შესახებ საჩივარი შეიტანა, ხოლო მტკიცებულებად ფოტო გამოიყენა. მოსამართლემ ფოტოს გადამოწმების შემდეგ, დაუყონებლივ წყვილის განქორწინება გადაწყვიტა. ასე გადაურჩა ახალგაზრდა, პერსპექტიული მამაკაცი ტყუილით ცხოვრების გაგრძელებას.