“ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და მათ დახოცეს, დამემუქრნენ…” მალხაზ კობაური,ამბავი რომელმაც წლების წინ საქართველო შეძრა.

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და “იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო”. ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა.

“ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ”, – განაცხადა კობაურმა.

image

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. შეტყობინების ავტორმა 112-ს უთხრა, რომ დაკარგულები ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

ცოლ-ქმრის ცხედარი 6 ივლისს, შაბათს იპოვნეს, მათი შვილის ცხედარი კი მომდევნო დღეს. ქალის ცხედარი მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში იპოვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარიც. თუმცა მცხეთის სასამართლოში ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა. მალხაზ ბექაურის თქმით, მას ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ, სინამდვილეში კი თვითონ არ არის მკვლელი.

ვინ არის ნამდვილი მკვლელი, ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა როგორც ჩანს პროკურატურას უკვე გადაწყვეტილი აქვს ამ “საცოდავი” ბავშვის დასჯა!

სასამართლო მსვლელობის შემდეგ, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ მკვლელი მალხაზ ბექაურია. რა ხდება ჩვენს თავს? სად მიდის ქართული სამართალი?!!! დაველოდოთ მოვლენების განვითარებას….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *