“არავინ არ არის მზად, რომ შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმურ მთავრობის და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ მათ გვერდით არის.
სალომე ზურაბიშვილმა პოლიციასაც მიმართა და უთხრა, არ აწიონ ხელი აქციის მშვიდობიან დემონსტრანტებზე. პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ყველა განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ეკისრება.
წყარო: ტვ პირველი