რუსთაველის გამზირზე “ხარება” გამოჩნდა – რა კადრები ვრცელდება ადგილიდან?

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი თავისუფლების მოედანზეა – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

გდდ-ის ხელმძღვანელმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს.

თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილზე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანაა დაფიქსირებული.
რობოკოპებს თან აქვთ ხელკეტები – არცერთ მათგანს საიდენტიფიკაციო ნიშნები არ აქვთ.
პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები – გადაიკეტა მთავარი გამზირი.

წყარო: ტვ პირველი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *