მდუმარე ბერმა, მამა ნიკოლოზმა მრევლს კარზე მორიგი წერილი დაუტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუკ“ გვერდი „წმინდა მამა ნიკოლოზის მრევლი“ ავრცელებს:
„მამაოს სჭირდება დახმარება!
„განცხადება!! ყველას!!! აბანოა გასაკეთებელი!!! ჰაერი არაა!!! მტვერია!! სინესტეა!!! ფანჯარას გავაღებ თუ არა, მტვერი, სინესტწ, შემოდის ბინაში!!! აბანო მთლიანად გასაკეთებელია!! მომიყვანეთ ხელოსანი, ოსტატი!!!
სპეციალისტი!!! გელოდებით!!! აბანოში შესვლა შეუძლებელია!!! ტანის დაბანა შეუძლებელია!!! მონაზონი ნიკოლოზი!!!
ნარიმან ბაგრატიონი!!!
29 ივლისი 2024 წლისა!!!”
შეგახსენებთ, რომ მამა ნიკოლოზი 20 წელზე მეტია, რაც მდუმარეა.
მიუხედავად იმისა, რომ ბერს ეკლესია არ აღიარებს, მასთან უამრავი ადამიანი მიდის, ამბობენ, რომ მისგან ბევრი სასწაულის მომსწრეები გახდნენ.