საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:”სამძიმარი ▪⛪ 2024 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ევსტათი ბელადიძე.▪ დეკანოზი ევსტათი დაიკრძალება 6 თებერვალს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში.▪ მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ევსტათის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ალავერდის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.🕯 უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.🕯 გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ევსტათი”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *