La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში საფინალო სასტვენის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც გაზეთი წერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა ლიდერის თვისებები გამოავლინა.
„მატჩის ბოლოს, როდესაც „ნაპოლის“ ფეხბურთელები ერთმანეთს ეძებდნენ, სატელევიზიო კადრებმა კვარაცხელია თანაგუნდელებთან ერთად დააფიქსირა. ხვიჩა თითოეულ ფეხბურთელს ამხნევებდა და მკერდზე ხელს ურტყამდა, რაც დიდ სიამაყესა და ამავდროულად, დიდ იმედგაცრუებაზე მიუთითებდა. მან ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოამჟღავნა,“ – ვკითხულობთ სტატიაში.
ცნობისთვის, „ინტერმა“ 91-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესის გოლით მოიგო და სუპერთასის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მერვედ იზეიმა.