ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 67 წლის პედაგოგი, ლია კუტუბიძე ემსხვერპლა. ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა, სადაც მალევე გარდაიცვალა.
„დაშავებული ქალი, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში მალევე გარდაიცვალა“, – აღნიშნეს კლინიკაში.