მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდი ცვალებადობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
„მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება! მარტის ცალკეულ დღეებში გაზაფხულმა გვაჩვენა თავისი ულამაზესი სახე სხვადასხვა მხარეში და გვაჩუქა უაღრესად სასიამოვნო დღეები, მაგრამ მარტი მაინც გვახსენებს, რომ ჯერ ისევ აქ არის თავისი მკვეთრი ამინდის ცვლილებით.
კონკრეტულად: 26 მარტის დილის საათებში – სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი, ასევე წვიმა, ზოგან ძლიერი.
27 მარტს შუადღის საათებში – ყველგან გამოიდარებს. გისურვებთ სასიამოვნო დღეებს“,-წერს კობა ფარტენაძე.