მკვლელობა კახეთში – გარდაცვლილია ორი მამაკაცი. შემთხვევა ღამით, თელავის მუნიციპალუტეტის სოფელ ლალისყურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთად შეკრებილ თანასოფლელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რაც რამდენიმე გასროლის შემდეგ ტრაგედიით დასრულდა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.
დაჭრილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მოყვანისას გარდაიცვალა. პირი, რომელმაც ორი ტანასოფლელის მკვლელობაშია ბრალდებული მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.
სოფელ ლალისყურში ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.