ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი – კატარღაზე მობმული პარაშუტიდან ჩამოვარდნილი 2 ტურისტი ქუვეითის მოქალაქე იყო. 37 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა, 39 წლის მამაკაცი კი კლინიკაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პარაშუტის ვარდნა მოულოდნელმა, ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სასწრაფოს ექიმის განცხადებით, მას სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, მამაკაცს საავადმყოფოდან ხვალ, დღის განმავლობაში გაწერენ.
შემთხვევა მახინჯაურის ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს.