სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს. მოზარდი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თავად გოგო გოგო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს. ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში, მშობლების თანხლებით გამოიკითხა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს. წინასასამართლო სხდომა მაისის დასაწყისში გაიმართება.
მომხდარის დეტალებს „პრაიმტაიმი“ შეგნებულად არ ასაჯაროებს.