საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი, პრემიის სახით უკვე მიიღეს.
თანხის ჩარიცხვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
ოპოზიციის ნაწილმა სოციალურ ქსელში კაშიას საჯარო მადლობა დაუწუნა და ამის გამო იგი ბულინგის ობიექტი აღმოჩნდა. ნაწილი მათგანი თვლის, რომ თანხა, რომელიც ნაკრების წევრებს ჯილდოს სახით გადაეცათ, საერთოდ არ უნდა აეღოთ. ზოგიერთი მათგანი კაშიას შეფასებისას შედარებით რბილი
ტონით გამოირჩევა. კაპიტნის დაბულინგებაში აქტიურობენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც.