ქუთაისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი ქუთაისი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ალეკო ნიქაბაძე. დედის გარდაცვალებას ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ დიდმა კეთილმა გულმა… 3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები, ხომ წერდი, დე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო… გპირდებიო, ისეთი ვიქნები, როგორიც შენ გინდოდა დედი, რომ ვყოფილიყავიო… მიწისთვის მენანები, ალე, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს…
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთო, რატო დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა…“ – წერს შოთო სიხარულიძე.