ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პირობების ჩამონათვალს აქვეყნებს, რას გააკეთებს, თუ 30 ივნისს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს.
ესპანეთთან თუ მოვიგებთ:
„ხალხის ძალას“ ერთი კვირა არ დავუძახებ პუტინის პარტიას;ერთი კვირა ვუყურებ „იმედის“ საინფორმაციოს;პარლამენტის ფოიეში დავუკრავ როიალზე, რომელიც არ დგას და რომლის დადგმასაც მეოთხე წელია ითხოვს ერთი ცნობილი მუსიკოს-დეპუტატი.და ბოლოს, პარლამენტის მთავარი ტრიბუნიდან შევასრულებ ჩემს ბავშვობაში პოპულარული ესპანელი მომღერლის, რაფაელის სიმღერას :))“, – წერს რომან გოცირიძე