დომა ობოლაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ისმის, რომ ის ბუდუ ზივზიბაძეს სიტყვის გამოსვლაზე უარს ეუბნება, პირველ კომენტარს აკეთებს.
თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონია მიმდინარეობდა, ბუდუ ზივზივაძემ სიტყვით გამოსვლა ითხოვა, რაზეც წამყვანმა უარი უთრხა. “შენ არ გამოდიხარ , არ გაქვს სიტყვა “– კადრებში ისმის ეს სიტყვები, რომელსაც ობოლაძე ბუდუს ეუბნება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ, სადაც ქართველ გულშემატკივრებს შეხვდნენ.
გულშემატკივრებმა ნაკრებს “ევრო2024″–ზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ფეხბურთელების მსვლელობა მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები და რუსთაველის გამზირი – დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩები გულშემატკივრებით იყო სავსე.