საინფორმაციო პორტალი
“მგონი, იმედი გამიცრუვდა… პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო” – გიორგი გახელაძის მეუღლე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს
13:15 / 22-06-2024
“მგონი, იმედი გამიცრუვდა… პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო” – გიორგი გახელაძის მეუღლე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს
დაკარგული პროფესორის გიორგი გახელაძის მეუღლე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მამაკაცი, რომელიც დღეს კამერებში ამოიცნეს, შესაძლოა მისი მეუღლე არ იყოს.
“ხალხო, პოლიციაც ამბობს, რომ არაა ეს კაცი გიო. უბრალოდ ძალიან ჰგავს. მგონი, იმედი გამიცრუვდა. წერეთელზე ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ დღეს ნახეს მსგავსი ადამიანი. მისი სტუდენტი ამბობს, რომ შორიდან დაინახა, ძალიან ჰგავდა და ვერ დავეწიეო. ან ვინმე ორეული ჰყავს, ან არ ვიცი უკვე!” – ამბობს ირმა მალაციძე.
დღეს ირმა მალაციძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მეუღლე ამოიცნეს.
ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!” – წერდა ირმა მალაციძე.
გიორგი გახელაძეს მესამე დღეა, ეძებდნენ. ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორის სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართული.
როგორც გახელაძის მეუღლე ამბობდა, 19 ივნისს გიორგი გახელაძე უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და მას შემდეგ არაფერი გაუგია.