რა “უწინასწარმეტყველეს” “სიმპსონებმა” საქართველოს ნაკრებს – 1990-2010-იანი წლების სერიები: ტრამპი, დემნა, ფიფას სკანდალი, სმარტ საათი და ვიდეოზარი – რა ახდა მულტფილმიდან

მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ხშირად უკავშირებს ნათელმხილველებსა და წინასწარმეტყველებებს, ამა თუ იმ მოვლენის გახსენებისას, ხშირად ვიგებთ მაიას ტომის, ვანგასა თუ სხვათა სახელებსა და გვარებს, თუმცა ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ამერიკულ სიტკომზე „სიმპსონებზე“, რომლის 2011 წლის ერთ-ერთი ეპიზოდი მაყურებელს ახლა კიდევ ერთხელ გაახსენდა.

“სიმპსონების” ერთ-ერთ ეპიზოდში ჰომერი შვილს ლიზას ვიდეო დისკს აძლევს და ეუბნება, რომ საინტერესო დოკუმენტური ფილმი აქვს. ლიზა კი დისკზე ფეხბურთის მატჩის ვიდეოს აღმოაჩენს, სადაც ერთ-ერთ კადრში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის

დროშებია…

screenshot-2024-06-29-200900-1719684464.png

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად წელს მოახერხა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რამდენიმე დღის წინ კი ქართველმა ფეხბურთელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხეს და მერვედფინალშიც გადავიდნენ, ლეგენდა სიმფსონების” წინასწარმეტყველების შესახებ კი კიდევ ერთი იმედია, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს…

მეტ გრენინგის შექმნილი “სიმპსონები” პირველად მაყურებელმა 1989 წელს იხილა. მულტფილმის გმირები გრენინგის ოჯახის წევრთა სახელებს ატარებენ, საკუთარი სახელი კი მან ბარტით ჩაანაცვლა. “სიმპსონები” ყველაზე ხანგრძლივი ანიმაციური გადაცემაა. TIME-მა ის მეოცე საუკუნის ყველაზე საუკეთესო სერიალად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს სიმფსონების ოჯახს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც კი გაუხსნეს.

მედიაში აქამდეც ხშირად იწერებოდა “სიმპსონების” მულტიპლიკაციური სერიალის შესახებ. აღნიშნავდნენ, რომ მულტფილმში მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარ მოვლენებს, საფონდო ბირჟებზე ცვლილებებს და პანდემიების წინასწარმეტყველებებსაც ნახავთ.

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, 1993 წელს „სიმპსონებმა“ იწინასწარმეტყველეს, რომ მსოფლიო დიდი პანდემიის საშიშროების წინაშე იდგა. ეს კი საზოგადოებას მაშინ გაახსენდა, როცა 2019 წელს კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიო პარალიზებული იყო. ასევე ამბობენ, რომ მულფტილმში ნაწინასწარმეტყველებია ებოლას ვირუსი, სადაც მოწყენილ ბარტს დედა წიგნს აძლევს, რომელზეც

+A

−A

რა "უწინასწარმეტყველეს" "სიმპსონებმა" საქართველოს ნაკრებს - 1990-2010-იანი წლების სერიები: ტრამპი, დ...

მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს საზოგადოების ნაწილი ხშირად უკავშირებს ნათელმხილველებსა და წინასწარმეტყველებებს, ამა თუ იმ მოვლენის გახსენებისას, ხშირად ვიგებთ მაიას ტომის, ვანგასა თუ სხვათა სახელებსა და გვარებს, თუმცა ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო ამერიკულ სიტკომზე „სიმპსონებზე“, რომლის 2011 წლის ერთ-ერთი ეპიზოდი მაყურებელს ახლა კიდევ ერთხელ გაახსენდა.

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, 1993 წელს „სიმპსონებმა“ იწინასწარმეტყველეს, რომ მსოფლიო დიდი პანდემიის საშიშროების წინაშე იდგა. ეს კი საზოგადოებას მაშინ გაახსენდა, როცა 2019 წელს კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიო პარალიზებული იყო. ასევე ამბობენ, რომ მულფტილმში ნაწინასწარმეტყველებია ებოლას ვირუსი, სადაც მოწყენილ ბარტს დედა წიგნს აძლევს, რომელზეც ებოლას ვირუსი აწერია.

screenshot-2024-06-29-220523-1719684465.png

საინტერესოა, რომ “სიმპსონების” მე-11 სეზონის ერთ-ერთ სერიაში დონალდ ტრამპი გამოჩნდება, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, “წინასწარმეტყველება” 15 წლის შემდეგ ახდა, როცა დონალდ ტრამპი მართლაც გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. შემდეგ კი ერთ-ერთ კადრში, სადაც ჰომერი მომავალში ტელეპორტირდება, დავინახავთ წარწერას – Trump 2024, ამბობენ, რომ ამით მულტფილმის შემქმნელებმა ტრამპის გაპრეზიდენტება

კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველეს.

screenshot-2024-06-29-221202-1719684858.png

1995 წელს, მეექვსე სეზონის მე-19 ეპიზოდში კი “სიმპსონებთან” ისეთ ტექნოლოგიებს ვხედავთ, რომლებიც წლების შემდეგ შეიქმნა, ასეთია, მაგალითად, სმარტ საათი და რობოტი ბიბლიოთეკარები, ასევე საინტერესოა, რომ ამ სერიაში ლიზა მარჯს ვიდეოზარით ესაუბრება. აპლიკაცია Facetime, რომლის საშუალებითაც პირველი ვიდეოზარის განხორციელება იყო შესაძლებელი, 2010 წელს გამოუშვეს.

მულტფილმში მაყურებელმა იხილა პერსონაჟიც, რომელიც წლების შემდეგ Lady Gaga-ს სახელით გავიცანით. ის ეპიზოდი კი რომელიც მულტფილმში იყო მოცემული, 2017 წელს ვიხილეთ.

“სიმპსონების” ერთ-ერთ ეპიზოდში მაყურებელმა იხილა “ფიფას” მაღალჩინოსანთა დაკავების სცენაც, მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ “ფიფას” მაღალჩინოსნები კორუფციის

გამო დააკავეს.

screenshot-2024-06-29-215959-1719684465.png

ამერიკულ მულტფილმში იწინასწარმეტყველეს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაც.

მულტფილმის ერთგული მაყურებლები ამტკიცებენ, რომ “სიმპსონებმა” იწინასწარმეტყველეს ელისაბედ მეორის გარდაცვალება და 2021 წელს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმიც. ასევე, მარსზე ადამიანთა დასახლება. ერთ ეპიზოდში, მარტი ჰოლოგრამულ მესიჯს იღებს, რამდენიმე წლის შემდეგ კი მსოფლიოსთვის ჰოლოგრამული გამოსახულება მართლაც ხელმისაწვდომი გახდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანია უკვე მუშაობს იმაზე, რომ 3D ზარის განხორციელება, სათვალითა თუ სხვა ტექნიკით ყველასთვის

შესაძლებელი გახდეს.

screenshot-2024-06-29-215936-1719684465.png

მულტიპლიკაციური სერიალის შემქმნელები კი ამტკიცებენ, რომ ისინი ყოველი ახალი ეპიზოდის გადაღებისას სცენარზე მასშტაბურად ფიქრობენ.

„ადამიანები საუბრობენ, რომ „სიმპსონებმა“ რაღაც იწინასწარმეტყველეს, ჩვენ უბრალოდ გასული წლების მოვლენები სატირად ვაქციეთ და რადგან ისტორიები მეორდება, ჰგონიათ, რომ ჩვენ რაღაც ვიწინასწარმეტყველეთ“, – აღნიშნა ბილ

ოკლიმ Reuters-თან საუბრისას.

screenshot-2024-06-29-223824-1719686325.png

2021 წელს საზოგადოებამ იხილა “სიმპსონებისა” და “ბალენსიაგას” საერთო ნამუშევარი. მულტფილმში “ბალენსიაგას” მოდის სახლის ჩვენება, მათი სამოსი და მათ შორის, დემნა გვასალიაა აღბეჭდილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *