თბილისში დაკარგული მამაკაცი, პროფესორი გიორგი გახელაძე ცოცხალია. ამის შესახებ გიორგის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრიფესორის მეუღლე ამბობს, კამერებმა იგი წერეთელზე დააფიქსირეს.
„ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!“,- წერს გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე.
პროფესორს მეოთხე დღეა ეძებდნენ. იგი სახლიდან გასვლის შემდეგ აღარავის ენახა, ტელეფონი კი გამორთული ჰქონდა.