ჟურნალისტი და ადვოკატი ელზა ჯმუხაძე კოლეგის შესახებ, რომელიც სასამართლოს დარბაზში, მოულოდნელად გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
ადვოკატთა მრავალრიცხოვან არმიაში თავისი სილამაზით, სიკეთით, პროფესიონალიზმით და ადამიანობით გამორჩეული, ყველასთვის ძვირფასი ია რეხვიაშვილი…
პროცესზე შესვლამდე თქვა, შეუძლოდ ვარო, დარბაზში მოსამართლის შემოსვლის დროს ფეხზე ადგა…პირჯვარი გადაიწერა და ღონე წართმეული, უსულოდ დაეცა…
დღეს 4 საათიდან მეტეხის ტაძარში იქნება დასვენებული
ხვალიდან რაჭა დაიტირებს და 5 მარტს მიიბარებს მშობლიური მიწა
რაღაცნაირად, სხვანაირად რომანტიკული იყო და ასევე რომანტიკულად, ლამაზად საოცრად, უწვალებლად და უცბად წაიყვანა უფალმანათელში იყავი, ია…. – წერს ელზა ჯმუხაძე.