ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეები ისევ არ არის. ცნობილია, რომ მსახიობი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
„წარმოუდგენელ რეალობაში ვართ 28 დეკემბრიდან. თენდება და ღამდება – ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს, 2 თვეა სძინავს. ასე არ შეიძლება, უსამართლობაა“, – წერს სოციალურ ქსელში ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე.
ცნობისთვის, მსახიობ ზურა ბერიკაშვილს, მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მას გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია.