რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა.
გარდაცვლილს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ხვიჩა, შენ გული როგორ გაგიჩერდა ბიჭო, კიდევ ვერ ვიჯერებ… რა ვქნა, არ ვიცი… ვიყვირო მინდა.რატომ შემაყვარე ასე თავი, ჩემი გემრიელი ბიჭი…“
„არ გვჯერა, ხვიჩა, მეგობარო… რა მხიარული, გულთბილი და უკეთილშობილესი იყავი და იქნები ჩვენს გულებში“
„ვაიმე, ხვიჩა, რატომ… ვაიმე შვილო, რით ვანუგეშო დედაშენი, რატოოო…“
„ვაიმე, ღმეერთო, ნეტავ ეს არ გამეგო. წაიღო თან საერთო ოცნებები და სურვილები. როგორ გიხაროდა, რამდენი ხანია, ახალი არაფერი ჩამიწერიაო და როგორ სტიმულს მაძლევო.როგორ მოგწონდა ეს ტექსტი, რომელზეც ამ დილასაც ვისაუბრეეთ და მპირდებოდი, ისეთს ავამღერებ, რომ ჯერ რომ არ მიმღერიაო. ხვიჩა, გული ძალიან მტკივა. უსაზღვროდ კარგი ადამიანი იყავი… ნათელში განისვენე. სამარადისო სასუფეველი შენს სულს ხვიჩა…“