ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში 3 ივნისის შესახებ მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს. როგორც ის ამბობს, მნიშვნელოვანი დღეა, რადგან 6 პლანეტა ერთად განლაგდება, რაც აისახება თითოეული ადამიანის ენერგეტიკულ პორტალზე.
„მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. კარგი დღეა თქვენი სურვილების შესასრულებლად, ჩამოწერეთ ხვალ დილიდან თქვენი სურვილები, საღამოს შეგიძლიათ დაწვათ და ქარს გაატანოთ. იფიქრეთ მხოლოდ დადებითზე და სიკეთეზე“ – ამბობს ვიდეოში გოგა მანია.