მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი გავრცელდა შემდეგი შინაარსით: „გედია წავიდა თავის მარიტასთან, იქ ერთად იქნებიან“…ფაქტს ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ეხმიანება და განმარტავს, რომ მიუღებელია ამ ფორმით ორი მსახიობის პერსონაჟის ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში.„ჩემი მოკრძალებული აზრით, გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში (მიუხედავად ჩვენი ყველას სიყვარულისა ამ პერსონაჟების და, ზოგადად, ფილმის მიმართ), მიუღებელია.სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი ირმა, რომელთანაც ბედნიერი 31 წელიწადი განვლო.ვფიქრობ, წინადადება „გედია წავიდა თავის მარიტასთან”, ამ შემთხვევაში უადგილოა, როგორი გადატანითი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს,“ – წერს ტელეწამყვანი.ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
Related Posts
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
- tony
- დეკემბერი 20, 2023
- 0
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თქვენი ხასიათის ოდნავ ნიუანსსაც კი ამჟღავნებს […]
თუ არ გადაირევა საქართველო, კარგი იქნება…“ – მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატის წინ
- tony
- ივნისი 11, 2024
- 0
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ცხადია, მღელვარება იმატებს. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, […]
პარაზიტოლოგი ასახელებს ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ
- tony
- აპრილი 14, 2024
- 0
პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები: „ყველა […]