მოუწევთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს 2025 წლის 4 ივნისიდან ახალი პირადობის მოწმობის აღება ? – დეტალები ცვლილების შესახებ

2025 წლის 4 ივნისიდან გაცემულ პირადობის მოწმობებს ახალი დიზაინი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც საკანონმდებლო მაცნეს გვერდზეა გამოქვეყნებული. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.

ბევრ ადამიანს გაუჩნდა შეკითხვა, ცვლილება ახალი პირადობის მოწმობის აღების ვალდებულებას ხომ არ გამოიწვევს. დეტალების დასაზუსტებლად იუსტიციის სახლში დავრეკეთ.

“2025 წლის 4 ივნისიდან ახალი ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების პირადობის მოწმობები გაიცემა. ვინც 4 ივნისიდან პირადობის მოწმობას აიღებს, მას განსხვავებული დიზაინი – ფერი და ფორმა ექნება. ძველი პირადობის მოწმობების გამოცვლა სავალდებულო არ არის. მოქალაქეებს შეუძლიათ, არსებული პირადობის მოწმობით ისარგებლონ იქამდე, ვიდრე მას ვადა არ გაუვა.” – გვითხრეს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე.

უფრო ზუსტად, რა ტიპის ინფორმაცია იქნება ახალ პირადობის მოწმობაზე დატანილი, შეგიძლიათ, გაეცნოთ საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე.

ახალი პირადობის მოწმობის აღების სტანდარტული ფასი 65 ლარია და 10 სამუშაო დღეში მზადდება.

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაშიდაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად;
პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად ;
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიანგანსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლოფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;
სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.
პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.

წყარო

15 thoughts on “მოუწევთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს 2025 წლის 4 ივნისიდან ახალი პირადობის მოწმობის აღება ? – დეტალები ცვლილების შესახებ

  1. دفتر گزارش‌های آماری سامانه سیدا ویژه مدارس، به عنوان یک منبع اطلاعاتی جامع شامل داده‌های کلیدی دانش‌آموزان از جمله مشخصات فردی، آدرس دقیق و پایه تحصیلی آنان، در دسترس مدیران مدارس از طریق سامانه مای مدیو قرار دارد.

  2. مشاوره معافیت پزشکی سربازی، فرآیندی تخصصی است که به مشمولان خدمت وظیفه عمومی که دارای مشکلات جسمی یا روانی هستند، کمک می‌کند تا از حقوق قانونی خود برای معافیت از خدمت سربازی آگاه شوند و مراحل لازم برای دریافت آن را طی کنند.

  3. اسامی پذیرفته‌ شدگان بدون آزمون دانشگاه آزاد، پس از اتمام فرآیند ثبت‌ نام و انتخاب رشته برای پذیرش بدون کنکور دانشگاه آزاد، اسامی پذیرفته‌ شدگان بدون آزمون دانشگاه آزاد از طریق وبگاه رسمی پذیرش این دانشگاه به نشانی azmoon.org منتشر خواهد شد.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *