გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობის და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება.უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი. გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა სამსახურეობრივი გადაკვეთის წერტილები , სადაც, ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობდი მისგან და უფრო ვრწმუნდებოდი ყოველივე ჩემს მიერ თქმულსა თუ ნაფიქრში მასზე. ხსოვნა იყოს შენი ჩემო ქრისტეფოროვიჩ, დანარჩენს აქ ვართ და მივხედავთ. – წერს გიორგი გამსახურდია ფეისბუკში.
შეგახსენებთ, რომ: ავთანდილ ჯორბენაძე დაიბადა 1951 წელს 31 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში. 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი. 2011 წლიდან დღემდე — აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.