დაკვირვებიხართ რომელ მხარეს იღება თქვენი სახლის კარი? იცით რატომ? – ეს ბევრმა არ იცის!

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ძველი აშენებული ბინების უმეტესობას შესასვლელი კარი შიგნით ეღებათ. რატომ ხდება ასე? უბრალოდ შემთხვევითბაა თუ გარვეულ პრინციპს ექვემდებარება?

image

ამბობენ, რომ კარებს, რომელიც შიგნით იღებოდა, მხოლოდ სსრკ-ში აყენებდნენ. ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში “კგბ”-ს თანამშრომლებს ადვილად შეძლებდათ კარის შემტვრევა. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ჩვეულებრივი ხის კარი მათ ნამდვილად ვერ შეაჩერებდათ, რომელ მხარესაც არ უნდა გაღებულიყო… ასე რომ, ეს ვერსია არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს.

image
ამას გარდა, თუ დასავლურ ფილმებს დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ, რომ შესასვლელი კარი მათთანაც შიგნით იღება.

image

საქმე ის არის, რომ მრავალბინიან კორპუსებში, განსაკუთრებით ე.წ. ხრუშოვკებსა და მსგავს სახლებში, ისედაც ვიწრო სადარბაზოებში კარის გარეთ გაღება ხელსაყრელი ვერ იქნებოდა. ერთი მაცხოვრებელი თუ კარს გააღებდა, შეიძლებოდა მეზობლის კარის ბლოკირებაც კი მოეხდინა…

image
image

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, კარის შიგნითა მხარეს გაღება სამაშველო სამსახურებისთვის საქმის გაადვილების მიზნით კეთდებოდა.თუმცა, ესეც პარადოქსულად ჟღერს, რადგან უბედური შემთხვევის დროს თავად მაცხოვრებლისთვისაც ხომ უფრო ადვილი უნდა იყოს კარის გარეთ გაღება ან გამომტვრევა?…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *