თუ გინდათ ბედნიერი იყოთ, თქვენს დაბადების დღეზე ასე გააკეთეთ”, მართლაც ძალიან საინტერესა – გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვან გია ჯაჯანიძის სიყვარული ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების მიმართ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანი ვრცლად საუბრობს ჟურნალ „გზასთან“ და ინტერვიუში იხსენებს, თუ როდის გაუჩნდა ფლორისა და ფაუნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება.

ამასთან, გია ჯაჯანიძე მკითხველს ურჩევს – თუ ბედნიერება სურთ, საკუთარ დაბადების დღეზე ხე დარგონ:

„ბაბუაჩემი ცალხელა იყო, მატარებელში ჩავარდა და ცალი ხელი მატარებელმა მოაჭრა. როცა დავიბადე, იმ პერიოდში ბიჭების გაჩენისას თოფს ისროდნენ. ბაბუას თოფი არ ჰქონდა, თან ცალი [მარცხენა] ხელით ვერ გაისროდა, შემდეგ მითხრა: შენი დაბადების დღეს ხე დავრგე და ასე ვთქვი, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენს ყოველ დაბადების დღეზე ხის ნერგს დავრგავო.

6 წლის ვიყავი, როცა ბაბუა გარდაიცვალა, იმ წელს ხის დარგვა მოასწრო. მერე, 7 წლის რომ გავხდი, მამამ ტყეში წამიყვანა, ორმო ამოთხარა და ნერგი ჩამარგვევინა – აი, ხომ გახსოვს ბაბუა რას გეუბნებოდა? ამიერიდან ხე ჩვენ უნდა დავრგოთ, ტრადიცია არ დავარღვიოთო…

მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როცა ხე დამოუკიდებლად პირველად დავრგე. მას მერე, წელი არ „ჩამიგდია“ – ჩემს დაბადების დღეზე ხეს სულ ვრგავ. ერევანში, ჯარში ყოფნის დროსაც კი დავრგე: ბაზარში წავედი, ბროწეულის ნერგი ვიყიდე და ნაწილში, სადაც ვმსახურობდი, ღობის შორიახლოს დავრგე. წყალს სულ ვუსხამდი… მეორე წელს ბროწეულის მეორე ხეც დავრგე. პირველთან ახლოს…

პირადი ურთიერთობისას, ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები, – თუ გინდა, ბედნიერი იყო, შენს დაბადების დღეზე ხე დარგე-მეთქი. მნიშვნელობა არ აქვს, რისი ნერგი იქნება“, – აღნიშნავს გია ჯაჯანიძე.

გია ჯაჯანიძის ინტერვიუს სრულად გაეცნობით ჟურნალ „გზის“ 22 აგვისტოს ნომერში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *