გუშინ გარდაბანში მკვლელობა მოხდა. ცნობილია, რომ ძმამ და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი 4-ჯერ დაარტყა დანა.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გარდაცვლილი ქალი 30 წლამდე შახლა ისმაილოვა იყო. როგორც Ambebi.ge-ს ადგილობრივი უყვება, ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.
საკმაოდ შეძლებული ოჯახიც ჰქონდა. ბოლო პერიოდში სახლიდან წავიდა. ძმა დას ეძებდა, იმუქრებოდა, სადაც ვნახავ, იქ მოვკლავო. ისინიც ერიდებოდნენ, ძმა გოგონას დღეს გადაეყარა ქუჩაში, ჯერ მანქანა დააჯახა, მერე წაქცეულს 4-ჯერ ჩაარტყა დანა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა… ახლა ერთი პრობლემაა: გოგონას ჩაუტარდა ექსპერტიზა, ბიუროში უთხრეს, მიცვალებული წაიყვანეთო, მაგრამ არავის მიჰყავს – არც გოგოს ქმრის ოჯახს მიჰყავს და არც მშობლების ოჯახს. გოგოს მამა იძახის, ჩემი შვილი ციხეში მიდის და სახლში მოვასვენოო?“ – გვიყვება გარდაცვლილის თანასოფლელი.