დნეპრში, სიტყვიერი კონფლიქტის გამო, მამაკაცმა 11 წლის გოგონა დანის მრავლობითი დარტყმით მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით , 29 იანვარს საღამოს, დნეპრის ერთ-ერთ ქუჩაზე, სიტყვიერი შეხლა-შემოხლის დროს, ეჭვმიტანილმა 11 წლის გოგონა სხეულის სხვადასხვა ნაწილში დანით არაერთხელ დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. მამაკაცი დააკავეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 იანვარს გოგონა მეგობართან წავიდა. დედამ გოგონა დაკარგულად გამოაცხადა. სამართალდამცველებმა დაიწყეს დაკარგული გოგონას ძებნა, მაგრამ მისი ადგილსამყოფლის დადგენა ვერ შეძლეს. 31 იანვარს კი თხრილში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
პოლიციამ დანაშაულის ყველა გარემოების გარკვევის შედეგად დაადგინა, რომ განზრახ მკვლელობაში 23 წლის მამაკაცი მონაწილეობდა.
ეჭვმიტანილს 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.